ერთარხიანი მთვლელი ბენზინ გასამართი სადგურებისთვის ALGO on Facebook

თხევადი და გაზობრივი საწვავის სარეალიზაციო აღრიცხვისა და ინდიკაციის მოწყობილობა აიმ1


გამოყენების სფერო:
- თხევადი და გაზობრივი საწვავის სარეალიზაციო სადგურები.
დანიშნულება:
- გასაცემი პროდუქტის 1 ერთეულის ღირებულების დაყენება/ჩვენება;
- ყოველ მომხმარებელზე გაცემული პროდუქტის რაოდენობის დათვლა/ჩვენება რეალურ დროში;
- ყოველ მომხმარებელზე გაცემული პროდუქტის ღირებულების დათვლა/ჩვენება რეალურ დროში;
- საწვავის რეალიზაციის სვეტის შემსრულებელი კვანძების (ტუმბოს ძრავი, შემანელებელი სარქველი და ა.შ.) მართვა;
- სადგურის მიერ გაცემული საწვავის მთლიანი რაოდენობისა და მისი შესაბამისი თანხის ენერგოდამოუკიდებელი დამახსოვრება/ჩვენება/წაშლა;
- სადგურის ყოველი ოპერატორის მიერ გაცემული საწვავის მთლიანი რაოდენობისა და მისი შესაბამისი თანხის ენერგოდამოუკიდებელი დამახსოვრება/ჩვენება/წაშლა;
- სადგურის ცენტრალური მართვის პულტთან, კომპიუტერთან ან საკონტროლო სალარო მანქანასთან ინფორმაციის გაცვლა.
მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები:
- გარჩევადობა – 10 მილილიტრი;
- საწვავის გაცემის მაქსიმალური რეგისტრირებადი სიჩქარე – 5 ლ/წმ;
- 1 ლიტრის შესაბამისი შესასვლელი ინფორმაციის წყარო – სვეტის საშტატო ხარჯთაღმრიცხველის ღერძის 2 ბრუნი;
- გასაცემი პროდუქტის 1 ერთეულის ღირებულების ჩვენების თანრიგიანობა – 99.99;
- ყოველ მომხმარებელზე გაცემული პროდუქტის რაოდენობის ჩვენების თანრიგიანობა – 9999.99;
- ყოველ მომხმარებელზე გაცემული პროდუქტის ღირებულების ჩვენების თანრიგიანობა – 9999.99;
- სადგურის მიერ გაცემული საწვავის მთლიანი რაოდენობისა და მისი შესაბამისი თანხის ჩვენების თანრიგიანობა – 999999;
- სადგურის ყოველი ოპერატორის მიერ გაცემული საწვავის მთლიანი რაოდენობის და მისი შესაბამისი თანხის ჩვენების თანრიგიანობა – 999999;
- ოპერატორების მაქსიმალურად შესაძლო რაოდენობა – 32;
- გამოსასვლელი 10 მილილიტრიანი იმპულსების ხანგრძლივობა (ოპტრონის ემიტერული გამოსასვლელი) – 1 მწმ;
- გამოსასვლელი 1 ლიტრიანი იმპულსების ხანგრძლივობა (24ვ/2ა) – 20 მწმ;
- გამოსასვლელი 1 ლიტრიანი იმპულსების მიმართ ნაშთის ენერგოდამოუკიდებელი დამახსოვრება;
- ცენტრალური მართვის პულტთან, კომპიუტერთან ან საკონტროლო სალარო მანქანასთან კავშირის ინტერფეისი – RS232;
- საკონტროლო სალარო მანქანასთან კავშირის პროტოკოლი – KKM v. 2.2;
- ცენტრალური მართვის პულტთან ან კომპიუტერთან დაკავშირებული აიმ-ების შესაძლო მაქსიმალური რაოდენობა – 16;
- სრული გალვანური განრთვა;
- კვების ძაბვა – 220 ვ/ 50 ჰც +/- 10%.

მზადდება დაკვეთით

Description: 


 
თბილისი 0131
იოანე პეტრიწის 17
T: 238 16 09;
599 94 00 67;
599 50 70 25;
info@algo.ge