კოდერ დეკოდერები ALGO on Facebook

 კოდერ დეკოდერები მაღალი დაცულობის კოდირებით

გრაბერული თავდასხმებისადმი მედეგი,
ორიგინალური, დინამიური კოდირება

 

თავისებურებანი:

•მაღალი დაცულობის ორიგინალური დინამიური კოდირება;
•4 ბრძანების გადაცემა დისტანციურად;
•28-მდე გადამცემის მუშაობა ერთ მიმღებთან;
•ერთი გადამცემის მუშაობა რამოდენიმე მიმღებთან;
•ანტისკანერი;
•ანტიგრაბერი;
•72 ბიტიანი კოდი;
•საიდუმლო სწავლება;
•გადამცემის კვების ელემენტის ზღვრული დონის ინდიკაცია;

გამოყენება:
•ბინის, ოფისის, ავტოფარეხის, სეიფის კარის საკეტები;
•ჭიშკრის ავტომატური გამღებ/დამკეტები;
•ავტომობილების უგასაღებო შეღწევისა და დაცვის სისტემები;
•ავტომობილების იმმობილაიზერები;
•ამოცნობისა და იდენტიფიკაციის სისტემები;

ანტისკანერი
ანტისკანერის ფუნქცია ეყრდნობა დეკოდერის დაბლოკვას 30 წამით, 20 არასწორი გზავნილის მიღების შემთხვევაში.

ანტიგრაბერი
ანტიგრაბერის ფუნქცია ეყრდნობა, სინქრონიზციის მთვლელის გაზრდით, ვალიდურობის ფანჯრის გადაწევას, ერთი და იმავე სიდიდით, როგორც მიმღებში, ისე გადამცემში, ბოლო გზავნილიდან 12 წამის შემდეგ. შედეგად, გრაბერის მიერ „მიტაცებული“ კოდები აღმოჩნდება ვალიდურობის ფანჯრის გარეთ, და დეკოდერი მათზე არ ირეაგირებს.

საიდუმლო სწავლება
გადამცემების სწავლება და დეკოდერის მეხსიერებიდან ამოშლა ხდება დეკოდერზე ჯამპერის დამოკლებით. სწავლების დროს გადაიცემა სპეციალური სასწავლო გზავნილი, რომელიც არ შეიცავს კოდის გასაღებს, რაც თავის მხრივ გამორიცხავს გრაბერის მიერ, სწავლების პროცესში გასაღების „მიტაცებას“.

საიმედობა
კოდერებისა და დეკოდერების ურთიერთცნობისა და სინქრონული მუშაობისათვის საჭირო ყველა მონაცემი ინახება კოდერისა და დეკოდერის ენერგოდამოუკიდებელ მეხსიერებაში. გარდა ამისა ყველა კრიტიკული მონაცემი დუბლირებულია, რაც გამორიცხავს გადამცემების ხელახალი სწავლებისა და რესინქრონიზაციის საჭიროებას.

გადამცემების ენერგომოხმარება
გადამცემების მუშაობისათვის საჭირო კვების ძაბვა უნდა იმყოფებოდეს 2.7-6.2 ვ დიაპაზონში. სიმშვიდის დროს, მის მიერ მოხმარებული დენი ნაკლებია 1 მკა-ზე, რაც უზრუნველყოფს გადამცემის მუშაობას რამოდენიმე წლის განმავლობაში ელემენტის შეცვლის გარეშე.

კავშირის არხი
კავშირისთვის გამოიყენება 433.92 მგჰც სიხშირის მატარებელი. გადამცემში გამოიყენება ზედაპირულ აკუსტიკურ ტალღური რეზონატორი, ხოლო მიმღებში რეზონატორები ლაზერული ტრიმინგით, რაც უზრუნველყოფს სიხშირის სტაბილურობას ტემპერატურასა და კვების ძაბვაზე დამოუკიდებლად, და შედეგად სტაბილურ და საიმედო მუშაობას. გაშლილ ადგილას წვდომის მანძილი შეადგენს არანაკლებ 30 მეტრისა.
 
მზადდება დაკვეთით - შეკვეთის მინიმალური რაოდენობა 20 ცალი
 
 
Description: 


 
თბილისი 0131
იოანე პეტრიწის 17
T: 238 16 09;
599 94 00 67;
599 50 70 25;
info@algo.ge