კომპანიის შესახებ ALGO on Facebook

შ.პ.ს "ალგო" დაფუძნებულია 2004 წლის აგვისტოში. კომპანიის დაარსებას საფუძვლად დაედო, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ელექტრონიკის სფეროში მის დამფუძნებელთა მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება. კომპანია სერიულად აწარმოებს რამოდენიმე დასახელების პროდუქტს, რომელთა რაოდენობას განუწყვეტლად ზრდის, გარდა ამისა იგი მუდმივად მონაწილეობს დამოუკიდებელ თუ ერთობლივ პროექტებში. თავის სამუშაოებში, კომპანია იყენებს თანამედროვე ელექტრონულ და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. კომპანიას ჰყავს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პარტნიორები. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე მას შესწევს ნებისმიერი სირთულის პროექტების განხორციელების უნარი.

 

კომპანიის პროფილი:

კომპანიის ძირითადი პროფილია ელექტრონული და მიკროპროცესორული მოწყობილობებისა და სისტემების პროექტირება და წარმოება დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად.

 

მოღვაწეობის სფეროები:

- შუქდიოდური განათების სისტემები;

- სარეკლამო და საინფორმაციო ფარები, ეკრანები და მორბენალი სტრიქონები;

- ინფორმაციის მიღება-გადაცემა GSM/GPRS არხების გამოყენებით ამოცანის სპეციფიური მოთხოვნების გათვალისწინებით;

- მოწყობილობების მართვა, მათ შორის დისტანციურად, დიდ მანძილებზე (ინტერნეტის მეშვეობით);

- დიდ ტერიტორიაზე გაბნეული ობიექტებიდან მონაცემთა შეგროვება;

- მოძრავი ობიექტების პოზიციონირება-ტრეკინგი;

- ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და პროცესების კონტროლი;

- აღრიცხვა/აღნუსხვის, გამზომი და სხვა სპეციფიური ხელსაწყოები;

- გარე მოწყობილობებთან ურთიერთობის PC პროგრამული უზრუნველყოფა;