კონტროლერი გარე განათების ცენტრალიზებული მართვისთვის ALGO on Facebook

 კონტროლერი გარე განათების ცენტრალიზებული მართვისთვის

ჩვენს მიერ შემუშავებულია და 2009 წლიდან მზადდება გარე განათების კონტროლერები, რომლებიც ექსპლუატაციაშია თბილისში, ბათუმსა და ავტობანებზე.

ერთი კონტროლერი ემსახურება გარე განათების 10-15 ლამპიონს. კონტროლერები აღჭურვილია GSM კავშირის არხით, რომლის მეშვეობით ისინი მუდმივ კავშირშია სადისპეტჩეროსთან. კონტროლერები ახორციელებენ გარე განათების ავტომატურ ჩართვას, ნაწილობრივ და სრულ გამორთვას წლიური გრაფიკის შესაბამისად, გარდა ამისა შესაძლებელია რიგგარეშე ჩართვებისა და გამორთვების განხორციელება სადისპეტჩეროდან, საექსპლუატაციო სამუშაოების ჩატარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში.

დამატებით კონტროლერები ახორციელებენ:

- სამივე ფაზის ძაბვების გაზომვას ყოველ ობიექტზე და მონაცემების გადაცემას სადისპეტჩეროში;

- სამივე ფაზის დენების გაზომვას ყოველ ობიექტზე და მონაცემების გადაცემას სადისპეტჩეროში. ეს იძლევა ნათურების გადაწვის და ელექტროენერგიის არასანქციონირებული მოხმარების ფაქტების აღმოჩენის შესაძლებლობას;

- მართვის კარადაში არასანქციონირებული შეღწევის ფაქტების აღმოჩენას და აგზავნიან შეტყობინებას  სადისპეტჩეროში;

- ელექტროენერგიის ხარჯის მრიცხველიდან ანათვლის აღებას  და მონაცემების გადაცემას სადისპეტჩეროში;

 

Description: 


 
თბილისი 0131
იოანე პეტრიწის 17
ტ: 238-16-09
599-94-00-67
599-50-70-25
info@algo.ge