გარე განათების მართვის ბლოკი ALGO on Facebook

გარე განათების მართვის ბლოკი

შემუშავებულია და წარმოებს შპს "ალგო"-ში 2017 წლიდან

დამკვეთი შ.პ.ს. “სპექტრი ენდ სბ“  შპს "თბილსერვის ჯგუფი"-სთვის

გარე განათების მართვის ბლოკი გარე განათების მართვის და კონტროლის სისტემის ნაწილია.

 

სისტემის დანიშნულება

1. გარე განათების მართვა და კონტროლი ონლაინ რეჟიმში GPRS კავშირით; 

2. გარე განათების ობიექტებიდან ინფორმაციის მიღება-გადაცემა ონლაინ - მინიმუმ 1 წამიანი ინტერვალებით. 

 

სისტემის ფუნქციები: 

1. გარე განათების ყოველდღიური ჩართვა და გამორთვა წლიური სეზონური გრაფიკის შესაბამისად ავტონომიურ რეჟიმში. 

2. სისტემის ფუნქციონირებაზე დაკვირვება და პარამეტრების რეგულირება ონლაინ რეჟიმში სადისპეტჩეროდან, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის - ოპერატორის ინტერფეისის მეშვეობით. 

3. სისტემის ფუნქციონირებაზე დაკვირვება და პარამეტრების რეგულირება ლოკალურად უსადენო Bluetooth კავშირით სმარტფონის ან პლანშეტის გამოყენებით, სათანადო აპლიკაციის მეშვეობით. 

4. გარე განათების ჩართვა და გამორთვა დისტანციურად - სადისპეტჩეროდან. 

5. დიდი რაოდენობის ობიექტების მომენტალური ჯგუფური მართვა. 

6. გარე განათების ჩართვა და გამორთვა ლოკალურად - სმარტფონის ან პლანშეტის გამოყენებით. 

7. შემომავალი სამი ფაზის ძაბვის, დენის, სიმძლავრის და სიმძლავრის კოეფიციენტის ონლაინ კონტროლი. 

8. დატვირთვის დენების ონლაინ კონტროლი 16-მდე მიმართულებით. 

9. ელ. ენერგიის ხარჯის დათვლა - სამფაზა მრიცხველის ფუნქცია  (მრიცხველის არარსებობის შემთხვევაში)

10. დატვირთვების ცვლილების დინამიურ სურათზე დაკვირვება. 

11. დადგმული და რეალური სიმძლავრეების შედარება. 

 

სისტემა  მოიცავს ოთხ კომპონენტს: 

1. მართვის და კონტროლის ბლოკს GPRS და Bluetooth კავშირის საშუალებებით; 

2. TCP სერვერის პროგრამულ უზრუნველყოფას; 

3. ცენტრალური სადისპეტჩეროს მონიტორის და ოპერატორის ინტერფეისის პროგრამულ უზრუნველყოფას; 

4. Android და Windows ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონის და პლანშეტის აპლიკაციებს.

 

მართვის და კონტროლის ბლოკის დახასიათება: 

1. ბლოკი   აღჭურვილია  4 სიხშირიანი GPRS კავშირის მოდულით, და  მოქმედებს ქსელში როგორც კლიენტი, დინამიური IP მისამართით. 

2. ბლოკი აღჭურვილია  Bluetooth მოდულით, რომელიც გამოიყენება სმარტფონთან ან პლანშეტთან კავშირის განსახორციელებლად. 

3. ბლოკი  აღჭურვილია  სამი სიმძლავრის სენსორით, რომლებიც უერთდებიან ბლოკს I2C სალტის მეშვეობით და  უზრუნველყოფენ: 

3.1. ძაბვის გაზომვას დიაპაზონში 0 – 270 ვოლტი AC; 

3.2. ძაბვის გაზომვის სიზუსტეს არაუარეს 1%-ისა; 

3.3. ძაბვის გაზომვის სიწრფივეს მთელ დიაპაზონში არაუარეს 3%-ისა;

3.4. დენის გაზომვას დიაპაზონში 0 – 100 ამპერი AC; 

3.5. დენის გაზომვის სიზუსტეს არაუარეს 1%-ისა; 

3.6. დენის გაზომვის სიწრფივეს მთელ დიაპაზონში არაუარეს 3%-ისა; 

3.7. სენსორში ჩაშენებული მიკროკონტროლერის მეშვეობით დენის და ძაბვის საშუალო კვადრატული მნიშვნელობების, მოხმარებული სიმძლავრის, სიმძლავრის კოეფიციენტის (cos(ɸ)) გამოთვლას და ამ მონაცემების ბლოკში გადაცემას; 

3.8. გალვანურ განმხოლოებას; 

4. ბლოკი უზრუნველყოფს დენის სენსორების მიერთების შესაძლებლობას მაქსიმუმ 16 ცალის რაოდენობით (კონკრეტული ობიექტის კონფიგურაციაზე დამოკიდებულებით). დენის სენსორები  შედის ბლოკის კომპლექტში, და უერთდება მას დამისამართებადი ტიპის - I2C სალტის მეშვეობით. დენის სენსორები უზრუნველყოფენ: 

4.1. დენის გაზომვას დიაპაზონში 0 – 100 ამპერი AC; 

4.2. დენის გაზომვის სიზუსტეს არაუარეს 1%-ისა; 

4.3. დენის გაზომვის სიწრფივეს მთელ დიაპაზონში არაუარეს 3%-ისა; 

4.4. სენსორში ჩაშენებული მიკროკონტროლერის მეშვეობით დენის საშუალო კვადრატული მნიშვნელობის გამოთვლას და ბლოკში ანათვალის გადაცემას; 

4.5. სალტეზე იდენტიფიკაციისთვის მისამართის მინიჭების შესაძლებლობას დიაპაზონში 0-15

4.6. გალვანურ განმხოლოებას; 

4.7. მარტივად დამონტაჟების შესაძლებლობას. მონტაჟი  ხდება - გამზომი ელემენტის გასაზომი დენის სადენზე უბრალო შემოცმით;

4.8. გამზომი ელემენტის სახით დენის სენსორში გამოყენებულია SCT 013-000ტიპის დენის ტრანსფორმატორი (იხ. დახასიათება ქვემოთ);

4.9. დენის და სიმძლავრის სენსორები არის მწარმოებლის მიერ კალიბრებული; 

5. ბლოკი  უერთდება ქსელში ამჟამად გამოყენებულ - იმპულსური გამოსასვლელის მქონე ელექტროენერგიის მრიცხველებს. თუმცა ბლოკის ფუნქციონირება არ არის  დამოკიდებული მრიცხველის არსებობაზე კარადაში. სიმძლავრის სენსორებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველძე იგი აჯამებს დროში მოხმარებულ სიმძლავრეს, რითაც თავად ასრულებს სამფაზა მრიცხველის ფუნქციას.

6. ბლოკი აღჭურვილია კარადის კარის სენსორით შესასვლელით. 

7. ბლოკი ახორციელებს გარე განათების ყოველდღიურ ჩართვას და გამორთვას წლიური სეზონური გრაფიკით ავტომატურად ავტონომიურ რეჟიმში, დამატებითი მოწყობილობების საჭიროების გარეშე. 

8. ბლოკის სისტემური საათი ავტომატურად  კორექტირდება რომელიმე საერთაშორისო NTP სერვერიდან. 

9. ბლოკი ონლაინ რეჟიმში  გადასცემს სადისპეტჩეროს შემდეგ მონაცემებს: 

9.1. მიმდინარე თარიღს და დროს; 

9.2. SIM ბარათის ნომერს; 

9.3. გარე განათების სტატუსს - ჩართულია, ან გამორთულია; 

9.4. კარადის კარის მდგომარეობას - ღიაა ან დახურულია; 

9.5. GSM/GPRS სიგნალის დონეს; 

9.6. მიმდინარე დღის ჩართვის და გამორთვის დროებს (წლიური სეზონური გრაფიკიდან გამომდინარე); 

9.7. სამი ფაზის ძაბვების, დენების, სიმძლავრეების და  cos(ɸ)-ს მნიშვნელობებს; 

9.8. 1-16 დენების მნიშვნელობებს; 

9.9. მრიცხველის მნიშვნელობას; 

10. ბლოკი უზრუნველყოფს შემდეგი პარამეტრების შეცვლის შესაძლებლობას როგორც სადისპეტჩეროდან ონლაინ რეჟიმში, ასევე სმართფონიდან ან პლანშეტიდან: 

10.1. მონაცემების გადაცემის ინტერვალი; 

10.2. გარე განათების ჩართვის დროის გრაფიკიდან წინსწრებაზე ან დაგვიანებაზე წანაცვლების დრო წუთებში +/- 127 წთ; 

10.3. გარე განათების გამორთვის დროის გრაფიკიდან წინსწრებაზე ან დაგვიანებაზე წანაცვლების დრო წუთებში +/-127 წთ; 

10.4. მიმდინარე დღის რიგგარეშე ჩართვის და/ან გამორთვის დრო; 

10.5. გასაზომი დენების რაოდენობა; 

10.6. NTP სერვერის მისამართი; 

10.7. სადისპეტჩეროს TCP სერვერის IP მისამართი; 

11. ზემოთ ჩამოთვლილი შეცვლადი პარამეტრები, ასევე წლიური სეზონური გრაფიკი  ინახება ბლოკის ენერგოდამოუკიდებელ მეხსიერებაში, და კვების მოხსნის შემთხვევაში ხელახალ კონფიგურირებას არ საჭიროებს. 

12. ბლოკი აღჭურვილია ავტონომიური კვების წყაროთი - 12ვ, 1.3 AH აკუმულატორით, და ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში  უზრუნველყოფს ონლაინ კავშირს სერვერთან მინიმუმ 20 საათის განმავლობაში. 

13. ჩვენი კომპანიის ძალებით შესაძლებელია ბლოკის ნაწილობრივი ფუნქციონალური მოდერნიზაცია მომავალში წარმოქმნილი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. 

 

სმარტფონის / პლანშეტის აპლიკაცის დახასიათება: 

აპლიკაცია უზრუნველყოფს:

1. Bluetooth კავშირს ბლოკთან. 

2. გარე განათების ჩართვას და გამორთვას. 

3. შემდეგი მონაცემების მიღებას ბლოკიდან და ეკრანზე ასახვას: 

3.1. მიმდინარე თარიღი და დრო; 

3.2. SIM ბარათის ნომერი; 

3.3. გარე განათების სტატუსი - ჩართულია, ან გამორთულია; 

3.4. კარადის კარის მდგომარეობა - ღიაა ან დახურულია; 

3.5. GSM/GPRS სიგნალის დონე; 

3.6. მიმდინარე დღის ჩართვის და გამორთვის დროები (წლიური სეზონური გრაფიკიდან გამომდინარე); 

3.7. სამი ფაზის ძაბვების, დენების, სიმძლავრეების და  cos(ɸ)-ს მნიშვნელობები; 

3.8. 1-16 დენების მნიშვნელობები; 

3.9. მრიცხველის მნიშვნელობა; 

4. შემდეგი პარამეტრების შეცვლის შესაძლებლობას ბლოკში: 

4.1. მონაცემების გადაცემის ინტერვალი; 

4.2. გარე განათების ჩართვის დროის გრაფიკიდან წინსწრებაზე ან დაგვიანებაზე წანაცვლების დრო წუთებში +/- 127 წთ; 

4.3. გარე განათების გამორთვის დროის გრაფიკიდან წინსწრებაზე ან დაგვიანებაზე წანაცვლების დრო წუთებში +/-127 წთ; 

4.4. მიმდინარე დღის რიგგარეშე ჩართვის და/ან გამორთვის დრო; 

4.5. გასაზომი დენების რაოდენობა; 

4.6. NTP სერვერის მისამართი; 

4.7. სადისპეტჩეროს TCP სერვერის IP მისამართი; 

5. აპლიკაცია წარმოდგენილია 2 ვარიანტში - Android და Windows ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებისა და პლანშეტებისათვის.

 

TCP სერვერის პ/უ-ს დახასიათება

TSP სერვერი უზრუნველყოფს:

1. საიმედო ორმხრივ კავშირს არანაკლებ 2000 ბლოკთან ერთდროულად. 

2. დაცულობის სათანადო დონეს. 

3. ინფორმაციის გაცემას სადისპეტჩეროს ოპერატორის პულტებზე. 

4. მონაცემების დაარქივების შესაძლებლობას. 

 

ცენტრალური სადისპეტჩეროს მონიტორის და ოპერატორის ინტერფეისის პ/უ-ს დახასითება:

ცენტრალური სადისპეტჩეროს მონიტორის და ოპერატორის ინტერფეისი უზრუნველყოფს:

1. ობიექტიდან მოსული ინფორმაციის - როგორც ხმოვან ასევე ტექსტურ წარმოდგენას. 

2. თითოეული მოვლენა მონიტორზე  ფიქსირდება ობიექტისთვის განკუთვნილ ადგილას და ხმოვანი სახით, წარმოითქმება ქართულ ენაზე, მაგ: „ ელ. ენერგია გაითიშა“, „კარადის კარი გაიღო“, „შემომავალ ან გამომავალ ფაზაზე ძაბვის ნორმა დაირღვა“, „ძაბვა ნორმაშია“ და ა.შ. 

3. ობიექტების დაჯგუფება შესაძლებელია როგორც ოცეულებად, ასევე ათეულებად, სადაც შესაძლებელია თითოეული მოვლენის დეტალური გაშიფვრა. 

4. შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის დაარქივება. 

5. პროგრამა აჯამებს როგორც თითოეული ობიექტის, ასევე ჯამურ ელ. ენერგიის ხარჯს თვის განმავლობაში (როგორც ელ. მრიცხველის არსებობის, ესევე, არარსებობის შემთხვევაში) 

6. პროგრამაში გათვალისწინებულია ობიექტების დაჯგუფება, (ნებისმიერი ნებისმიერთან) რათა შემდგომში ერთი ბრძანებით შესაძლებელი იყოს დაჯგუფებულ ობიექტებზე განათების ერთდროული ჩართვა ან გამორთვა. 

7. ცენტრალური სადისპეტჩეროს სერვერის ინტერფეისი  ახდენს ყველა ზემოთხსენებული მონაცემების და პარამეტრების დეტალურ ჩვენებას. 

8. ცენტრალური სადისპეტჩეროს სერვერის ოპერატორის ინტერფეისი უზრუნველყოფს: 

8.1. გარე განათების ჩართვას და გამორთვას. 

8.2. შემდეგი მონაცემების მიღებას ბლოკიდან და ეკრანზე ასახვას: 

8.2.1. მიმდინარე თარიღი და დრო; 

8.2.2. SIM ბარათის ნომერი; 

8.2.3. გარე განათების სტატუსი - ჩართულია, ან გამორთულია; 

8.2.4. კარადის კარის მდგომარეობა - ღიაა ან დახურულია; 

8.2.5. GSM/GPRS სიგნალის დონე; 

8.2.6. მიმდინარე დღის ჩართვის და გამორთვის დროები (წლიური სეზონური გრაფიკიდან გამომდინარე); 

8.2.7. სამი ფაზის ძაბვების, დენების, სიმძლავრეების და  cos(ɸ)-ს მნიშვნელობები; 

8.2.8. 1-16 დენების მნიშვნელობები; 

8.2.9. მრიცხველის მნიშვნელობა; 

8.3. შემდეგი პარამეტრების შეცვლის შესაძლებლობას ბლოკში: 

8.3.1. მონაცემების გადაცემის ინტერვალი; 

8.3.2. გარე განათების ჩართვის დროის გრაფიკიდან წინსწრებაზე ან დაგვიანებაზე წანაცვლების დრო წუთებში +/-127 წთ; 

8.3.3. გარე განათების გამორთვის დროის გრაფიკიდან წინსწრებაზე ან დაგვიანებაზე წანაცვლების დრო წუთებში +/-127 წთ; 

8.3.4. მიმდინარე დღის რიგგარეშე ჩართვის და/ან გამორთვის დრო; 

8.3.5. გასაზომი დენების რაოდენობა; 

8.3.6. NTP სერვერის URL; 

8.3.7. სადისპეტჩეროს TCP სერვერის IP მისამართი; 

9. პროგრამა ადაპტირებული არის ინტერაქტიულ რუკასთან, რომელზეც აისახება სასურველი ობექტების მდებარეობა და მათი მდგომარეობა. 

 

წინა თაობის, SMS სერვისზე მომუშავე სისტემასთან შედარებითი დახასიათება: 

ფუნქცია

GPRS სისტემა (ახალი)

SMS სისტემა (ძველი)

ინფორმაციის გადაცემა ცენტრში ონლაინ რეჟიმში

კი

არა

ცენტრში ინფორმაციის გადაცემა

რეგულარულად 1 წმ ან მეტი ინტერვალით

მხოლოდ მოვლენის ან მოთხოვნის შემთხვევაში

ცენტრიდან გადაცემული ბრძანების შესრულების დრო

პრაქტიკულად მყისიერად

საუკეთესო შემთხვევაში 10 წამი

ბლოკის სისტემურ ისაათის ავტომატურად  კორექტირება

ერთერთისაერთაშორისო 
NTP 
სერვერიდან

GSM ოპერატორის სერვერიდან

სისტემის ფუნქციონირებაზე დაკვირვება და პარამეტრების 
რეგულირება ონლაინ რეჟიმში სადისპეტჩეროდან

კი

არა

სისტემის ფუნქციონირებაზე დაკვირვება და პარამეტრების 
რეგულირება ლოკალურად უსადენო Bluetooth კავშირით 
სმარტფონის ან პლანშეტის გამოყენებით

კი

არა

დიდი რაოდენობის ობიექტების მომენტალური ჯგუფური 
მართვა

კი, მყისიერად

კი, დიდი დროითი ინტერვალებით

გარე განათების ჩართვა და გამორთვა ლოკალურად - 
სმარტფონის 
ან პლანშეტის გამოყენებით

კი

არა

შემომავალი სამი ფაზის ძაბვის კონტროლი

კი, მაღალი სიზუსტით

კი, მიახლოებით

შემომავალი სამი ფაზის დენის კონტროლი

კი, მაღალი სიზუსტით

კი, მიახლოებით

შემომავალი სამი ფაზის მოხმარებული სიმძლავრის კონტროლი

კი

არა

შემომავალი სამი ფაზის სიმძლავრის კოეფიციენტის (cos(ɸ)) კონტროლი

კი

არა

ელენერგიის ხარჯის კონტროლი (სამფაზა მრიცხველის ფუნქცია)

კი

არა

დატვირთვის დენების ონლაინ კონტროლი 16 მიმართულებით

კი

არა

დატვირთვების ცვლილების დინამიურ სურათზე დაკვირვება

კი

არა

დადგმული და რეალური სიმძლავრეების შედარება

კი

არა



 
თბილისი 0131
იოანე პეტრიწის 17
T: 238 16 09;
599 94 00 67;
599 50 70 25;